თქვენ მარტო ხლფასი, მანქანა და რესტორნები გაინტერესბეთ - მაჩალიკაშვილის საქმეზე კომისია არ შეიქმნება

05/29/2019
Tv Kavkasia-ის მიერ

(ახალი ამბები 29.05.2019)
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება. საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს ოპოზიციის მოთხოვნას კომისიის შექმნის შესახებ, კენჭისყრაზე მხარი არ დაუჭირა, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან მწვავე განცხადებები მოჰყვა.
„სამწუხაროა, რაც დღეს ამ დარბაზში მოხდა. მოკლული მამა ჩვენგან ითხოვდა პასუხს, რატომ მოუკლეს შვილი. თქვენ დღეს უარი თქვით, შეიტყოთ სიმართლე და გაიგოთ, რატომ მოკლეს მძინარე ადამიანი საკუთარ სახლში. ამ პასუხისმგებლობით მოგიწევთ საკიუთარი სამიქნობის გაგრძელება“ - განუცხადა მმართველ გუნდს სალომე სამადაშვილმა. ნიკა მელიამ კი განაცხადა, რომ დღევანდელი დღის შემდეგ, უმრავლესობასთან ლაპარაკი უკვე შაურაცხმყოფელია. „
პირობას გაძლევთ, გავა წლები და ვინც აქ ზიხართ და ხმა მარ მიეცით, წინ დაგხვდებათ. მთელ ქვეყანას უნდა გაეგო, რატიმ დაიხვრიტა ბავშვი საკუთარ ლოგინში. მაგრამ ეს არ გინდოდათ, იმიტომ რომ გეშინიათ. მარტო ხელფასს იღებთ ამ პარლამენტში, მარტო მანქანა გაინტერესბეთ და მარტო რესტორნები“ - განუცხადას ნიკა მელიამ უმრავლესობას. თამარ ბოკუჩავამ კი განაცხადა, რომ მმართველ უმრავლსეობაში 20 დეპუტატსაც არ აღმოაჩნდა გამბედაობა, ივანიშვილის ნების წინააღმდეგ მიეღო გადაწყვეტილება

გამოიწერეთ ჩვენი არხი და იყავით აქტუალური მოვლენების ეპიცენტრში: https://goo.gl/anfTFi

ვიდეოები „Tv Kavkasia"-ისგან