7 დეკემბერს, სასტუმრო \"შერატონ მეტეხი პალასში\" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო პირველად წარდგა ,,International Women Asosiation\"-ის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საშობაო გამოფენა გაყიდვაზე -„ზამთრის ექსპო\". გამოფენაზე წარმოდგენილი იქნა ტრადიციული ხალხური რეწვის ნიმუშები - თექა, ნაქარგობა, კერამიკა, სამუზემო თემაზე შექმნილი მინაბაძები და სხვა.
საშობაო გამოფენას ეწვივნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი.
\"საერთაშორისო ქალთა ასოციაცია საქართველო\" გამოფენა-გაყიდვას ყოველწლიურად 1999 წლიდან ატარებს. აქციიდან შემოსული თანხა მზრუნველობამოკლებულ ან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს გადაერიცხებათ. 2013 წლის საახალწლო გამოფენა-გაყიდვის მთავარი ბენეფიციარი საქართველოს პორტიჯის ასოციაციაა, რომელიც დაბადებიდან 7 წლამდე ასაკის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის სპეციალურადაა შექმნილი. პორტიჯის პედაგოგები, ფსიქოლოგები, და ფიზიკური აღზრდის სპეციალისტები ამჟამად 62 ბავშვს აერთიანებენ.
გამოფენა-გაყიდვაზე, საელჩოებთან ერთად, წარმოდგენილი იქნება უამრავი ქართველი ხელოვანის ნაწარმოები, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას წარმოებული პროდუქცია, ინტერნაციონალური სამზარეულო სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეობით და ბავშვების გასართობი ოთახი, სადაც ბავშვებს თოვლის ბაბუა ესტუმრება. ასევე მოეწყობა ლატარია და მეორადი წიგნების გამოფენა-გაყიდვა.
http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
/ culturegovge
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045