ახალი ავტობუსების პრეზენტაცია

21.09.2021 01:14

დედაქალაქში დამატებით ახალი, „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსებისა და „ფორდის“ მარკის მიკროავტობუსების პირველი ნაკადი შემოვიდა. მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკის ახალი მანქანების პრეზენტაცია დედაქალაქის მერმა გამართა. ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, შესყიდულია 180 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსი და 300 ერთეული მიკროავტობუსი. ავტობუსები დიზელის ძრავაზე მომუშავე „ევრო 6“ ემისიის სტანდარტისაა. გათვლილია 53 მგზავრზე, აქედან 21 დასაჯდომი ადგილია. ავტობუსი სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: