მარტოხელა მოხუცი ფიცრულში ცხოვრობს - მერი ხელფასს იზრდის და ახალ მანქანებს ყიდულობს
02/17/2022
Mtisambebi / მთის ამბები-ის
მიერ
© - https://mtisambebi.ge/ - ამბროლაურის სოფელ ბეთლევში მცხოვრები 80 წლის ბონდო ბუხრაშვილის შესახებ, რამდენიმე დღის წინ, რაჭის სათემო ორგანიზაციამ მოგვიყვა. მარტოხელა მოხუცი წლებია, თავს სოფლის ამბულატორიის ყოფილ შენობას აფარებს - ფიცრულს, რომლის სახურავიც დიდთოვლობისგან ჩაქცევაზეა და სადაც ადამიანის ცხოვრება საშიშია. ზამთარში განსაკუთრებით სახიფათოა იქ ყოფნა - რომ არ გაიყინოს, ბონდო ბუხრაშვილი ცეცხლს მთელი ღამე არ აქრობს.