თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 2015
26 ნოემბერს, სასტუმრო „Rooms Hotel Tbilisi”-ში თბილისის რიგით მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალის პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, კინოფესტივალის გენერალური დირექტორი გაგა ჩხეიძე, ფესტივალის დირექტორი ნინო ანჯაფარიძე, ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მოადგილე მაია ჭილაშვილი და კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი რიჩარდ პენია გაუძღვნენ. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, თბილისის რიგით მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალი 30 ნოემბერს, კინოთეატრ ამირანში, ლევან თუთბერიძის ფილმის „მოირა“ პრემიერით გაიხსნება. ფესტივალი წელს ქალთა უფლებებისა და გენდერული დემოკრატიის განვითარებას ეძღვნება. ქალთახედვა/”Women Eyes“ - სექციის ფარგლებში მოეწყობა ქალი რეჟისორების მიერ გადაღებული სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ჩვენება. მათი ნამუშევრები ფესტივალის სხვა სექციების ფოკუსშიც იქნება. წლევანდელი ფესტივალის რჩეული ფერი იასამნისფერია, რაც ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო კამპანიის სიმბოლოა. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება - პრემიერები, რომ...
Music Box
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი - უყურე ნამდვილ კინოს დ...
kinoafisha. ge
კურიერის სიუჟეტი თბილისის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალის...
Merabi Kechkhoshvili
ქრონიკის სიუჟეტი თბილისის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალის...
Merabi Kechkhoshvili
რას უნდა ველოდოთ რიგით მე-16 თბილისის საერთაშორისო კინოფესტ...
Music Box
ვებერის მარგალიტები
RUSTAVI 2
კიმონო #13 სიუჟეტი: თბილისის მე16 საერთაშორისო კინოფესტივალი
კიმონო
თბილისის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალი
kinoafisha. ge