იუსტიციის სახლებში ატესტატების...

06/21/2012
odishitv-ის მიერ

იუსტიციის სახლებში ატესტატების გაცემა რამდენიმე დღეა დაიწყო.

იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების გაცემა დაიწყო. სკოლის კურსდამთავრებულმა ატესტატის მისაღებად უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. განცხადების წარდგენიდან მე--10 სამუშაო დღეს დოკუმენტი უფასოდ გაიცემა, მოქმედებს დაჩქარებული მომსახურების სერვისიც და ატესტატის მიღება შესაძლებელია განცხადების წარდგენის დღიდან მე--5, მე--3, მე--2 და იმავე სამუშაო დღესაც. იუსტიციის სახლები და სააგენტოები ატესტატებისა და სერტიფიკატების გაცემას მონაცემთა ელექტრონული ბაზის საფუძველზე უზრუნველყოფენ. მონაცემთა ელექტრონულ ბაზას განათლებისა და მეცნიერების საინფორმაციო სისტემა შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე ადგენს.
http://www.odishi.ge/
http://www.facebook.com/odishitv/