მმართველი გუნდის გეგმები

05.04.2021 02:59

„ქართული ოცნება“ ოპოზიციას კვლავ პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სამართლიანობის პრინციპის დაცვით გონივრული კომპრომისისთვის მზად არიან. „ქართული ოცნება“ ამავდროულად თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას იწყებს და რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრისთვის ემზადება. უმრავლესობის წევრების თქმით, მათი პასუხისმგებლობაა, რომ პირდაპირი და მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდეს მოსახლეობასთან. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განმარტებით, მათთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ორიენტირებული იყვნენ იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ქვეყანაა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო