აიცერით - სპეციალისტები უმძიმეს მეხუთე ტალღას პროგნოზირებენ


მკვეთრად შემცირებული ვაქცინაციის ფონზე მეხუთე ტალღასთან დაკავშირებული პროგნოზები სულ უფრო მძიმდება.

წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელები და ექიმები მორიგი რთული სცენარისთვის ემზადებიან. ადამიანები, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე არიან, აუცრელთა პანდემიას საქართველოშიც გარდაუვლად მიიჩნევენ. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ახლა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდება. გამყრელიძის უწყება სამედიცინო პერსონალსა და პედაგოგებს შორის სავალდებულო ვაქცინაციის დაწყების მომხრეა. ეს და ვაქცინაციის გასააქტიურებლად საჭირო სხვა წინადადებები უკვე საბჭოშია გაგზავნილი, გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში უნდა იყოს მიღებული.

33 გარდაცვლილი, 2 000-მდე ახალი შემთხვევა - ამ მონაცემების ფონზე ქვეყანაში აცრის დღიური მაჩვენებელი მხოლოდ 12 000-ის ფარგლებშია. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან