ეროვნული გამოცდები დაიწყო


დღეს საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ქვეყნის 12 ქალაქში 18 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. პროცესში 1800-ზე მეტი მეთვალყურე და კურატორია ჩართული. ყველა საგამოცდო ცენტრში გახსნილია სამედიცინო პუნქტი, რომელიც აღჭურვილია პირველადი დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტებით, ნებისმიერი სახის ინცინდენტის თავიდან ასაცილებლად კი, ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მორიგეობს სასწრაფო დახამრების მანქანა და სამაშველო სამსახური. წესრიგს საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფს. 2013 წლის გამოცდებისთვის სულ 42 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. დღეს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში 2 სესიად ჩატარდა. ერთიანი ეროვნული გამოცდების კოორდინატორი თელავში, ნუნუ ასათაშვილი აცხადებს, რომ წლევანდელი გამოცდები აბიტურიენტთა მაღალი აქტივობით გამოირჩეოდა. ჯერჯერობით, გამოცდები ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/127UjPd

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან