სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მაჩალიკაშვილის საქმეზე


კიდევ ერთ რეზონანსულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია.

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის მიერ სტრასბურგში გაგზავნილ საჩივარზე მიღებული დადგენილება ურთიერთგამომრიცხავი შეფასებების საგანი ხდება. იუსტიციის სამინისტრო და დაღუპულის ოჯახი გადაწყვეტილებას სხვადასხვანაირად კითხულობენ. მოსამართლეთა პალატის დადგენილებით, სიცოცხლის არსებითი უფლება არ დარღვეულა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ გარემოებებში მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს. თუმცა, ამავე გადაწყვეტილებაში საუბარია არაეფექტურ გამოძიებაზე და საგამოძიებო მოქმედებებში გამოვლენილ ცალკეულ ხარვეზებზე, ერთ-ერთ ასეთ ხარვეზად სპეცრაზმის წევრთა დაგვიანებით დაკითხვა სახელდება. მაჩალიკაშვილის ოჯახი დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ გამორიცხავს და 2017 წელს სოფელ დუისში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის საქმეზე გამოძიების ხელახლა დაწყებას ითხოვს. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან