„ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა


პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში ყრილობა დღეს გაიმართება. სხდომა 17 საათზეა დანიშნული. პარტიაში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, ახლადარჩეულ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს უკვე ოფიციალურად დაამტკიცებენ თანამდებობაზე. თავმჯდომარე გუნდის წევრებს მიმართავს და მათ საკუთარ გეგმას გააცნობს. დღევანდელ შეკრებაზე პარტიის ლიდერები, წევრები და რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები შეიკრიბებიან. ამ დრომდე არ არის ცნობილი, დაესწრება თუ არა ყრილობას პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია. მელიას მომხრეთა ნაწილი ამბობს, რომ ყრილობაზე დასწრებას არ აპირებენ. პარტიაში აღნიშნავენ, რომ დღეს დაგეგმილი ყრილობა ძირითადად ტექნიკური ხასიათის იქნება. ყრილობაზე ასევე შესაძლოა გაირკვეს, თუ ვინ დაიკავებს პარტიაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან