დასუფთავების აქცია
ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სიონის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა. ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, აქციაში მონაწილეობა მსახიობებმა, სპორტსმენებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და ჟურნალისტებმა მიიღეს. მაღალი ტემპერატურის გამო, ზაფხული განსაკუთრებით ხანძარსაშიში პერიოდია. საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს მოსახლეობას, ტყეში გადაადგილებისას სიფრთხილე გამოიჩინონ და ნარჩენები ბუნებაში არ დატოვონ. როგორც ცნობილია, მოქმედებს უსაფრთხოების წესები და აკრძალვები, რომელიც ტერიტორიაზე საპიკნიკე ადგილების მოწყობასა და კოცონის დანთებას ეხება. ამ მიზნით, ხანძარსაშიშ უბნებზე საინფორმაციო-გამაფრთხილებელი ნიშნებია განთავსებული. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დასუფთავების აქცია
culturegovge culturegovge
დასუფთავების აქცია
culturegovge culturegovge
დასუფთავების აქცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დასუფთავების აქცია
Dusheti Municipality
დასუფთავების აქცია
Ramaz Nikolaishvili
დასუფთავების აქცია
MES Georgia
დასუფთავების აქცია
Media Holding Hereti / მედია ჰოლდინგი ჰერეთი
„დასუფთავების“ აქცია
TV 25