მიშა ჯვარიძის სახელობის ტურნირი რაგბში

11.12.2013 00:53

მიშა ჯვარიძის სახელობის ტურნირი რაგბში. თელავის საჯარო სკოლებს შორის რაგბში დღეს ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომლის პირველი ნახევარი 15-ით 5 პირველი სკოლის სასარგებლოდ დამთავრდა. მეოთხე და პირველ საჯარო სკოლებს შორის გამართული შეჯიბრება საბოლოო ანგარიშით, 25- ით- 15 პირველი სკოლის მორაგბეების სასარგებლოდ დასრულდა. ტურნირი გივი ჩოხელის სტადიონზე ჩატარდა. ნახევარფინალურ შეხვედრებში თელავის მეცხრე, მეოთხე და პირველი საჯარო სკოლების გუნდები მონაწილეობდნენ. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1kA7x02

გაზიარება: