აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან


ხმაური იყო დაახლოებით ერთი საათის წინ მთავრობის ადმინისტრაციასთან - ადგილზე დილამდე დარჩნენ მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ ორგანიზებული აქციის წევრები. პროტესტის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ დისკომფორტის შექმნა სურდათ საქართველოს მთავრობის წევრებისთვის. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. მთავრობის ადმინისტრაციასთან კი უსაფრთხოების მიზნით აღმართულია საპოლიციო ჯებირები. ხმაური ადგილზე მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობის ადმინისტრაციის ტერიტორიაზე სახელმწიფო დაცვის სამსახურის რამდენიმე ავტომობილი შევიდა.

რა ვითარებაა ადგილზე ამ წუთისთვის - გიორგი კობერიძეს ვრთავთ პირდაპირ ეთერში.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან