„რანინას“ ნახევარფინალის ხუთეული ცნობილია


„რანინას“ ნახევარფინალის ხუთეული ცნობილია. საბავშვო კონკურსის მეორე სეზონის ნახევარფინალში გავიდნენ: ანა ბერიშვილი, გიორგი როსტიაშვილი, ნიკა პეტრიაშვილი, ანასტასია გარსევანიშვილი და ქეთა ახალბედაშვილი.

პირველი არხის მუსიკალური პროდიუსერის, ჟიურის წევრის დავით ევგენიძის თქმით, იმ ბავშვებს, რომლებიც ნახევარფინალში ვერ გადავიდნენ, სიმღერას დაუწერს და კვინტეტს გააკეთებს, რომ ბავშვებმა ერთად იმღერონ.

კონკურსის ნახევარფინალი 19 მაისს, 20 საათზე გაიმართება. ფინალში სამი კონკურსანტი იმღერებს, გამარჯვებული კი საქართველოს 2019 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე წარადგენს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან