თაღლითობის შემთხვევა
საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით, უწყებამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა. საქმე ეხება საფრანგეთში რეგისტრირებული კომპანიის დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტს, რის შედეგადაც ორი პირის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, ამერიკული ავიაკომპანიის წარმომადგენლის სახელით, ცრუ შეტყობინება და ყალბი ინვოისი გაუგზავნეს ფრანგულ კომპანიას და გასაწევი მომსახურების სანაცვლოდ გადასახდელი 450 000 დოლარი მოტყუებით გადმოარიცხინეს საქართველოში არსებულ საწარმოზე. თაღლითურად დაუფლებული თანხის ნაწილი – 30 000 დოლარი საწარმოს საბანკო ანგარიშიდან გაიტანეს, რაც წინასწარ შეთანხმებული პროცენტულობის შესაბამისად, ჯგუფის წევრებს შორის განაწილდა. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის ნაწილი – 420 000 დოლარი, რომელსაც გამოძიების მსვლელობისას დაედო ყადაღა, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაზარალებულ კომპანიას დაუბრუნდება. საქმეზე გრძელდება გამოძიება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
თაღლითობის შემთხვევა - აღკვეთის ღონისძიების შეფარდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს პროკურატურა თაღლითების სამსახურში ? დოქსოპულო შე...
Tamaz Jolokhava
თაღლითობის სავარაუდო შემთხვევა გოგელიას კლინიკაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კიბერდანაშაულის და თაღლითობის ახალი სქემა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ახალიკვირა მოტყუებული მომხმარებლები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაკავება თაღლითობის ფაქტზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაკავება თაღლითობის მცდელობის ფაქტზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თაღლითობის ფაქტი გოგელიას კლინიკაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster