წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე

01.02.2022 05:49

საქართველო „წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეს“ წელსაც უერთდება, თუმცა პანდემიის გამო სხვადასხვა ნაწარმოებს ავტორები ონლაინ-რეჟიმში წაიკითხავენ. ასევე წიგნის მოყვარულებს საყვარელ მწერლებთან ვირტუალური შეხვედრის შესაძლებლობა ექნებათ. წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეს უერთდება იუნესკოს პროექტი, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“. პუშკინის სკვერში წიგნის ხმამაღლა კითხვასთან ერთად გამვლელებს სპეციალურად ამ დღისთვის შერჩეულ წიგნებს საჩუქრად გადასცემენ. დასკვნით ღონისძიებაზე კი წიგნის ქომაგი წელსაც გამოვლინდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
SkillHub