ხალხური სიმღერის გაკვეთილები -„პატრიარქის ნათლულების“ გაკვეთილი / „ჩონგურს სიმები გავუბი“


#აყევიპირველს

ლოტბარი - მაია მიქაბერიძე

სიმღერის ტექსტი:
ჩანგურს სიმები გავუბი,
მოვმართე ნელა-ნელაო;
შევუხმატკბილე ერთმანეთს:
„ოდელა-დელა-დელაო!“ 
შევუხმატკბილე ერთმანეთს:
„ოდელა-დელა-დელაო!“ 
ჩანგური საქართველოა,
სიმები ჩვენ ვართ ყველაო,
სხვადასხვა კუთხის შვილები:
„ოდელა-დელა-დელაო!“ 
სხვადასხვა კუთხის შვილები:
„ოდელა-დელა-დელაო!“
ერთი მათგანიც რომ გაწყდეს,
მაშინვე უნდა შველაო,
რომ არ გაფუჭდეს ჩანგური:
„ოდელა-დელა-დელაო!“ 
რომ არ გაფუჭდეს ჩანგური:
„ოდელა-დელა-დელაო!“
ერთობა ჩვენთვის ტახტია,
მტრებისთვის - სახრჩობელაო!.. 
მტრებს „ვაი-დედა“ ვაძახოთ
და ჩვენ ვთქვათ: „დელა-დელაო!“ 
მტრებს „ვაი-დედა“ ვაძახოთ
და ჩვენ ვთქვათ: „დელა-დელაო!“
ჩანგურს სიმები გავუბი,
მოვმართე ნელა-ნელაო;
შევუხმატკბილე ერთმანეთს:
„ოდელა-დელა-დელაო!“ 
შევუხმატკბილე ერთმანეთს:
„ოდელა-დელა-დელაო!“

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან