ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადება


„შეერთებულმა შტატებმა და ევროპის ქვეყნებმა რუსეთის რამდენიმე ბანკის „სვიფტის“ სისტემიდან გათიშვის გადაწყვეტილება მიიღეს“. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა. „ამერიკასთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, იტალიასთან, კანადასთან და დიდ ბრიტანეთთან კოორდინაციით, ევროკავშირის ლიდერებს შევთავაზებ ახალ ზომებს, რათა გავაძლიეროთ ჩვენი პასუხი რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრაზე და ზიანი მივაყენოთ პუტინის უნარს დააფინანსოს საკუთარი საომარი მანქანა. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, უზრუნველვყოთ, რომ რუსული ბანკების გარკვეული რაოდენობა ამოღებულ იქნას „სვიფტიდან“, ეს შეაჩერებს მათ ოპერირებას მთელ მსოფლიოში და ეფექტურად დაბლოკავს რუსეთის ექსპორტსა და იმპორტს. მეორე, ჩვენ მოვახდენთ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების პარალიზებას. ეს გაყინავს მის ტრანზაქციებს და ეს შეუძლებელს გახდის, მოახდინოს მისი აქტივების ლიკვიდაცია. და ბოლოს, ჩვენ ვიმუშავებთ, რათა ავუკრძალოთ რუს ოლიგარქებს, გამოიყენონ მათი ფინანსური აქტივები ჩვენს ბაზრებზე. პუტინი უკრაინის განადგურების გზას დაადგა. მაგრამ ამავე დროს ის, ფაქტობრივად,  საკუთარი ქვეყნის მომავალს ანგრევს“, – ვკითხულობთ ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ განცხადებაში.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან