ხმაურიანი განხილვა კომიტეტების სხდომაზე
სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებით დაწყებული ხმაურიანი საკომიტეტო სხდომა ამ წუთებშიც გრძელდება. თავდაცვის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი რჩება. რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერი დარბაზიდან მანდატურმა გაიყვანა. სხდომაზე იმყოფებიან არასამთავრობო და მედია-ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რომელთა დიდი ნაწილი „ხალხის ძალის“ კანონპროექტებს აკრიტიკებს და ორივე ინიციატივას რუსეთში 2012 წლიდან მიღებულ კანონთან აიგივებს. ისმის საწინააღმდეგო არგუმენტებიც. მწვავე პროტესტის საგანია პროექტებში გამოყენებული ტერმინებიც, მათ შორის „უცხოური გავლენის აგენტი“, რომელიც, როგორც დღეს გაირკვა, მმართველი გუნდის ზოგიერთ დეპუტატსაც არ მოსწონს. კრიტიკის პასუხად პროექტის ინიციატორები ოპონენტებს არწმუნებენ, რომ ერთი პროექტი პირდაპირ ამერიკული კანონის თარგმანია, მეორე პროექტი კი უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების დაფინანსების მხოლოდ გამჭვირვალობას ისახავს მიზნად და ინიციატივაში მათი მისამართით არც ერთი შეზღუდვა არ არის გათვალისწინებული. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ხმაურიანი კანონპროექტის განხილვა პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კანონპროექტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხმაურიანი განხილვა პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხმაურიანი განხილვა პარლამეტში - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრშ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხმაურიანი კანონპროექტის განხილვა პარლამეტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარლამენტმა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხი განიხ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სასამართლოს რეფორმის განხილვა პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა - რას აპირებს ოპოზიცია და...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster