საწარმოების მონიტორინგი რუსთავში


რუსთავში, ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონის აღსრულების და ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მოქმედი საწარმოების მონიტორინგის კამპანია გრძელდება.  
კამპანიის ფარგლებში, მეორე შეხვედრა კომპანია „ჯეოსთილში“ გაიმართა. შეხვედრას, რუსთავის მერი, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტი და „ჯეოსთილის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ქარხნის იმ სტანდარტებთან შესაბამისობაზე იმსჯელებენ, რაც აუცილებელი პირობაა რუსთავის ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან