საქართველოს მასშტაბით კომენდანტის საათი ამოქმედდა
პოლიციამ ე. წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების კონტროლი განახორციელა. ღამის განმავლობაში 21 საათიდან დილის 6 საათამდე პოლიციის შესაბამისი დანაყოფები ქუჩებში ვითარებას აკონტროლებდნენ. ღამემ მშვიდად ჩაიარა. დაწესებული დარღვევების შემთხვევებზე პოლიციამ რეაგირება მოახდინა. 21 საათიდან დილის 6 საათამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება. შეზღუდვა არ შეეხო სატვირთო მანქანებს და იმ სუბიექტებს, რომელთა სამუშაოს შესრულება კრიტიკულად მნიშვნელოვანია დროის აღნიშნულ მონაკვეთში. შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 ათასი ლარით. განმეორებით დარღვევა კი სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება და 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობით დადგენილ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
28 ნოემბრიდან საქართველოში შეზღუდვები ამოქმედდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის სა...
MULTIMEDIA GE
როგორ ჩაიარა კომენდანტის საათის პირველმა ღამემ საქართველოს მ...
TV IMEDI
შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 60 ფაქტი გამო...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
აღდგომის ღამეს, კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქ...
სააგენტო GUARDIAN GE
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 182 ფაქტი გამ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო