დევნილებისთვის ბინების გადაცემის პროცესი


ყოფილ სანატორიუმ „ქართლის“ შენობიდან გასახლების პროცესი გრძელდება.

დევნილთა ნაწილი სახელმწიფოს შეთავაზებას დათანხმდა. მათ საცხოვრებელი ფართები ქინძმარაულის ქუჩაზე ახლად აშენებულ კორპუსში მიიღეს. მიმდინარე მშენებლობების პროცესისთვის დაცდა ან ლიმიტირებული თანხით ბინების თავად მოძიება - სწორედ ეს არის ის ორი არჩევანი, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ყოფილი სანატორიუმის ტერიტორიაზე მცხოვრებ დევნილებს სთავაზობს. 100-ზე მეტი ოჯახიდან პირობები მისაღები მხოლოდ 20-მდე ოჯახისთვის აღმოჩნდა. უმძიმეს პირობებში მცხოვრები დანარჩენი ოჯახების საკითხი ისევ ღიად რჩება. მოლაპარაკებები გრძელდება. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან