ინაუგურაციის საორგანიზაციო ჯგუფის წევრები თელავში იმყოფებოდნენ

06.12.2018 01:33

ინაუგურაციის საორგანიზაციო ჯგუფის წევრები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად დღეს თელავში იმყოფებოდნენ. მათ კიდევ ერთხელ დაათვალიერეს მეფე ერეკლე მეორის სასახლე. მხატვარი თამარ ფოცხიშვილი აცხადებს, რომ ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ დაიწყება გრაფიკებზე და ესკიზებზე მუშაობა. ინაუგურაციის ცერემონიაზე საქართველოს ჰიმნთან ერთად შესრულდება, სავარაუდოდ, კახური მრავალჟამიერიც. რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი მიიჩნევს, რომ თავისი სისადავით და ზომიერებით საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია გამორჩეული იქნება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: