უცხოური: „მალიბუს მაშველების“ რომანი, ჰაიდი კლუმი გაშიშვლდა, ემბერ ჰერდი დევნილებთან

05.04.2018 01:40

* „მალიბუს მაშველების“ გამოსვლის შემდეგ, მედიამ დაწერა, რომ ზაკ ეფრონსა და ალექსანდრა დადარიოს რომანი აქვთ. მსახიობები ამ ჭორს დიდი ხნის მანძილზე უარყოფდნენ, თუმცა, ამ დღეებში პაპარაცებმა ისინი სეირნობის დროს გადაიღეს. ცოტა ხნის წინ, ეფრონმა ემოციურად მიულოცა ალექსანდრას დაბადების დღე სოციალური ქსელის მეშვეობით, მოგვიანებით „ინსტაგრამზე“ დადარიომ გამოაქვეყნა ვიდეო საკუთარი იუბილედან, სადაც ეფრონიც არის აღბეჭდილი. * 44 წლის ჰაიდი კლუმი იდეალურ ფორმაშია. მოდელის გარეგნობის ნებისმიერ ახალგაზრდა ქალს შეშურდება. საკმაოდ მოწყობილი აქვს მას პირადი ცხოვრებაც – კლუმი 16 წლით უცროს მუსიკოსს ხვდება. ამჯერად კი ცნობილი ხდება, რომ ლამაზმანი მამაკაცების ჟურნალ Maxim-სთვის გაშიშვლდა. * ამერიკელმა მსახიობმა ემბერ ჰერდმა იორდანიაში მდებარე სირიელი დევნილების ბანაკი მოინახულა. მთელი დღის განმავლობაში ის ეკონტაქტებოდა ბავშვებს, შემდეგ კი გაემგზავრა სამედიცინო ცენტრში და ავადმყოფი დევნილები მოინახულა, რომლებსაც მოხალისეები უფასო დახმარებას უწევენ. ________________________ Official Site - http://www.musicbox.ge/ MyVideo - http://www.myvideo.ge/?user_id=921478 Facebook -   / musicboxgeorgia   Twitter - https://twitter.com/#!/musicboxge #MusicBox #News #სიახლეები

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო