სალომე ზურაბიშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

23.12.2018 01:24

სალომე ზურაბიშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. გადაწყვეტილება დეპუტატებმა რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს. 93 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი. საკითხი სხდომაზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა გამოიტანა. სალომე ზურაბიშვილი მეცხრე მოწვევის პარლამენტში მთაწმინდის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი იყო. შუალედური არჩევნები მთაწმინდაზე უკვე ცნობილია, რომ აპრილში ჩატარდება. ზუსტი რიცხვი კი ცესკომ უნდა დაასახელოს. არჩევნებზე, სავარაუდოდ, საკუთარ კანდიდატურას წარადგენს მმართველი გუნდი. ვისზე გააკეთებს უმრავლესობა არჩევანს, კონსულტაციების შემდეგ გაირკვევა. რაც შეეხება უკვე არჩეული პრეზიდენტის კიდევ ერთ საპარლამენტო თანამდებობას, ზურაბიშვილი დიასპორის საკითხთა კომიტეტის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ამ პოზიციაზე, სავარაუდოდ, ირაკლი მეზურნიშვილი ჩაანაცვლებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

სალომე ზურაბიშვილისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტასთან დაკავშირებით, დაგეგმილია კენჭისყრა
01:17

სალომე ზურაბიშვილისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტასთან დაკ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სალომე ზურაბიშვილისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტას კენჭს უყრიან დღეს პარლამენტში
02:51

სალომე ზურაბიშვილისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტას კენჭს...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სალომე ზურაბიშვილს 10 წუთი დასჭირდა სახელის სათქმელად.

სალომე ზურაბიშვილს 10 წუთი დასჭირდა სახელის სათქმელად.

Tbilisi Media Central

სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის სხდომათა დარბაზში შესვლისას...

სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის სხდომათა დარბაზში შესვლისას.....

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება

სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სალომე ზურაბიშვილს რუსთავში აქციით დახვდნენ
00:24

სალომე ზურაბიშვილს რუსთავში აქციით დახვდნენ

PalitraNews

სალომე ზურაბიშვილს ლაშა ტალახაძის გვარი შეეშალა
00:40

სალომე ზურაბიშვილს ლაშა ტალახაძის გვარი შეეშალა

Georgia Official

სალომე ზურაბიშვილს ჟურნალისტებთან ურთიერთობა აღარ სურს
02:07

სალომე ზურაბიშვილს ჟურნალისტებთან ურთიერთობა აღარ სურს

PalitraNews

ყველა ვიდეო