შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები


ბიზნეს-ასოციაცია მთავრობასთან კონსულტაციებს ითხოვს.

შრომის კოდექსში მოსალოდნელი ცვლილებები ბიზნეს-სექტორისთვის მიუღებელია. დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ მომზადებულ ინიციატივას იწუნებს ოპოზიცია და ბიზნეს-ომბუდსმენიც. ცვლილებების მოწინააღმდეგეები თანხმდებიან, რომ ინიციატივა განსაკუთრებით საშუალო და მცირე ბიზნესს დააზარალებს, რაც საბოლოოდ კადრების შემცირებას გამოიწვევს. ცვლილებების პაკეტი რამდენიმე მიმართულებას ეხება - იცვლება ხელშეკრულების დადების და შეწყვეტის პირობები, ასევე სამუშაო დროის ხანგრძლივობა და სავალდებულო ხდება მინიმალური ხელფასის განსაზღვრა. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან