ევროკავშირი სომხეთში სამოქალაქო მისიას აგზავნის
ჩეხეთში ითქვა, რომ ევროკავშირი სომხეთში სამოქალაქო მისიას გაგზავნის. ამის შესახებ ინფორმაცია საფრანგეთის პრეზიდენტის, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, აზერბაიჯანის ლიდერისa და სომხეთის პრემიერ მინისტრის ერთობლივი შეხვედრის შემდეგ გავრცელდა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირის მისიის მიზანი, აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესში სომხეთის დახმარება იქნება. მისია ოქტომბერში დაიწყებს მუშაობას და სომხეთში ორი თვე დარჩება. ევროკავშირში აცხადებენ, რომ მათი მისიის კიდევ ერთი მიზანი, ორ ქვეყანას შორის ნდობის გამყარებაა. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი აღიარებენ, რომ გაერო-ს წესდების და „ალმა-ათის 1991 წლის დეკლარაციის ერთგულები არიან “, რომელშიც ორივე მხარე ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს აღიარებს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, გარკვეულ პირობებში, სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელი, შესაძლოა, 2022 წლის ბოლომდე მოეწეროს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დაპირისპირება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირი სომხეთში ყველა მხარეს დიალოგისკენ მოუწოდებს
PalitraNews
საომარი მოქმედებები აზჯერბაიჯანსა და სომხეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირის გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კონფერენცია სოციალური მუშაკები თანამშრომლობენ სოციალური ცვლი...
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია GASW
ევროკავშირი გარემოსდაცვისთვის (EU4Environment) პროგრმა
EU4Environment
სომხეთი ახალი პარტნიორების ძიებაში
ამერიკის ხმა
საომარი მოქმედებები აჯერბაიჯანსა და სომხეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster