#ახალიკვირა ინტერპოლით ძებნილი ქართველი ბავშვები
03/11/2018
პირველი არხზე „ახალ კვირაში“ გასული სიუჟეტის შემდეგ, საქართველოს სამი მოქალაქე ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ამოიღეს. დეტალები ვრცლად იხილეთ ბმულზე https://goo.gl/EuwZPE
ქართული ოჯახი, რომლის ისტორიაც საერთაშორისო მასშტაბის საქმედ იქცა. ორი არასრულწლოვანი უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიაში აღმოჩნდა, ბავშვების მამა კი ინტერპოლის წითელი ცირკულარის სისტემაში. არადა სამივე ძებნილი სამი წელია თბილისში ცხოვრობს. ამ რეპორტაჟზე მუშაობის დროს, ჩვენ მივმართეთ ყველა შესაბამის უწყებას და დავინტერესდით, რატომ იძებნებიან ეს ადამიანები ინტერპოლით 2015 წლიდან და რატომ აქვთ ბავშვებს უგზო-უკვლოდ დაკარგულის სტატუსი, როდესაც მათი ადგილსამყოფელი საქართველოსა და კვიპროსის შინაგან საქმეთა სამინისტროებისთვის სამი წელია ცნობილია.