გვეწვიეთ !
თქვენი მასპინძელი
სახვითი ხელოვნების გალერეაა.
2011 წლის 28 ოქტომბერს პირველად წალენჯიხის ისტორიაში, ასოციაცია \"მუსეიონთან\", გავხსენით სახვითი ხელოვნების გალერეა, სადაც გამოვფინეთ წალენჯიხელი მხატვრების - ლავროს კონჯარიას, კოტე გიგიბერიას, ვალერი (ტოტო) მიქავას, ანზორ კვარაცხელიას, კავალი შანავას და დამწყები მხატვრების - ნინო ჟვანიას, დათო ჭანტურიას, დათო ჯანჯღავას, ბარბარე ლუკავას, ანი თოლორდავას, თამუნა შანავას ნამუშევრები.
გალერეამ პრეზენტაციაზე მოსული ხელოვნების მოყვარულების აღტაცების სიტყვები დაიმსახურა. გალერეა მოეწყო და არსებობს ენთუზიაზმის დონეზე, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს საშუალება, ყოველდღიური მომსახურება შევთავაზოთ ხელოვნების მოყვარულებს, საჯარო სკოლების მოსწავლეებს, ახალგაზრდობას, მოკლედ, ნებისმიერ მსურველს.
დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ მომსახურების ასეთ ფორმას: დაგვიკავშირდით ტელეფონზე 599 96 02 25 და ჩვენ დაგახვედრებთ ლამაზ საგამოფენო დარბაზს, საჭიროების შემთხვევაში, კი, ადამიანს, რომელიც გარკვეულ ინფორმაციას მოგაწვდით გალერეაში წარმოდგენილ მხატვრებზე და მათ შემოქმედებაზე. თუ რომელიმე სკოლას ან ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს გაუჩნდება სურვილი, დარბაზში შეიკრიბოს ხელოვნებაზე სასაუბროდ ან რაიმე სახის ღონისძიების მოსაწყობად, ჩვენ მზად ვართ, აქტიურად ჩავერთოთ. (3:56)
გთხოვთ გვეწვიოთ !
რამინ გოგოხია
ანზორ კვარაცხელია