უკრაინის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ოკუპანტები კიევში დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების მოქმედების გააქტიურებას ცდილობენ. არსებული ცნობებით, რუსები დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების გააქტიურებას კიევის ტერიტორიაზე დესტაბილიზაციისა და სახელმწიფო და სამხედრო ადმინისტრაციის სისტემის მოშლისთვის ცდილობენ.
გენშტაბის ცნობებით, მტერი ასე მოქმედებს, რადგან სწრაფად ვერ ავსებს საკუთარ დანაკარგებს, ასევე ვერ ახორციელებს საოკუპაციო შენაერთების გადაჯგუფებას და ვერ ინარჩუნებს საბრძოლო მოქმედებებისთვის საჭირო ტემპს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ასევე ოკუპანტების არმიის მაღალი ხარისხის პერსონალით დაკომპლექტების პრობლემის კიდევ უფრო გამწვავებას პროგნოზირებს. შეიმჩნევა საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის მკვეთრი კლების ტენდენცია. უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, ცალკეულ მიმართულებებზე ოკუპანტები ცდილობენ თავდასხმითი ოპერაციის ჩატარებას, ახორციელებენ საჰაერო იერიშებს და უკრაინული პოზიციებისთვის საცეცხლე ზიანის მიყენებას ცდილობენ.
უკრაინის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ომის დაწყებიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების აგრესიის შედეგად, ქვეყანაში 136 ბავშვი დაიღუპა, 199 კი დაშავდა. ყველაზე დიდი დანაკარგი კიევის ოლქმა განიცადა. ამავე ცნობით 25 მარტს, დონეცკის რეგიონში რუსი სამხედროების დაბომბვის შედეგად ცხრა წლის ბავშვი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, უკრაინის ჯანდაცვის დაწესებულებებზე საოკუპაციო ძალებმა 72 იერიში განახორციელეს. შედეგად, ჯამში 71 ადამიანია გარდაცვლილი და 37 დაშავებული. ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით კი რუსეთი დიდი ალბათობით გააგრძელებს მძიმე სარაკეტო თავდასხმებს ქალაქის ტიპის დასახლებებში, რათა შეზღუდოს მისი ისედაც მნიშვნელოვანი დანაკარგები, მშვიდობიან მოსახლეობაში კიდევ უფრო მეტი მსხვერპლის გამოწვევის ფასად.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.