#მოამბე 21 საათზე, 20 მარტი, 2024 #LIVE

20.03.2024 01:04:54

• შინაგან საქმეთა მინისტრის ხმაურიანი მოსმენა პარლამენტში - მინისტრის საათის ფორმატში წარმოდგენილი წლიური ანგარიში, ვახტანგ გომელაურის გზავნილები, უწყების სამოქმედო გეგმა და კანონმდებელთა შეკითხვები • ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე „ქართული ოცნების“ მომზადებული რეზოლუციის პროექტი ქართული დელეგაციის შემადგენლობაში მყოფი ოპოზიციონერი დეპუტატების უარის გამო ჩავარდა - ხელისუფლების ოპონენტები საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერი დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს სხვადასხვა მიზეზით ხსნიან, მმართველი გუნდი კი საბოტაჟზე საუბრობს და ქვეყნის ოპონირების რეჟიმში ყოფნას მიუღებლად მიიჩნევს • კომპანია „სილქნეტიდან“ დიდი მოცულობის მონაცემებმა გაჟონა, რის შედეგადაც 2000-მდე პირის პერსონალური მონაცემები ინტერნეტში ღია წყაროებშია ხელმისაწვდომი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური კომპანიის მომხმარებელთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების უნებართვოდ გამჟღავნების შესაძლო ფაქტს იკვლევს; მხარეთა პოზიციები და სპეციალისტთა შეფასებები • რუსთავში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი გაიხსნა, რომელიც საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებს უმასპინძლებს - ქვეყნის პრემიერმა საერთაშორისო სტანდარტების კომპლექსი UFC-ის ჩემპიონ ილია თოფურიასთან ერთად გახსნა; 1500 მაყურებელზე გათვლილი დარბაზი და ინფრასტრუქტურა, რომელიც რვა ოლიმპიურ სახეობას მოემსახურება ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: