პარტია „საქართველოსთვის“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დატოვა
ირაკლი თავდგირიძემ პარტია „საქართველოსთვის“ დატოვა. თავდგირიძე პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. მან გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. თავდგირიძე ამასთანავე გიორგი გახარიას პარტიის სიით, ბათუმის საკრებულოს არჩეული დეპუტატია. იგი სატელევიზიო კომენტარს ჯერ არ აკეთებს, თუმცა საქართველოს პირველ არხთან სატელეფონო საუბარში დაადასტურა, რომ პარტიას ტოვებს და ბათუმის საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატი იქნება. „ჩემთვის ბათუმის საკრებულოს მომავალი წევრისთვის, კატეგორიულად მიუღებელია „ნაცმოძრაობასთან“ („ლელოს“ ჩათვლით), ნებისმიერი სახით თანამშრომლობა, მით უმეტეს მათთან კოალიცია და თანამდებობის გადანაწილებაზე კონსულტაციაც კი! შესაბამისად, ვტოვებ პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობას და საკრებულოში საქმიანობას გავაგრძელებ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, ჩემი სინდისის კარნახით და ბათუმელების საკეთილდღეოდ! „არა ნაცებს, არა ბოროტებას, ნაცმოძრაობა ვერასოდეს იქნება ბათუმის უმრავლესობა საკრებულოში!“ – წერს ირაკლი თავდგირიძე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ბრიფინგი პარტიაში „საქართველოსთვის“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აჭარის რეგიონულმა ხელმძღვანელმა ირაკლი მიქელაძემ არასამთავრო...
საქართველოსთვის / For Georgia
გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმის ორგანიზაცია...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბრიფინგი პარტიაში „საქართველოსთვის“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარტია „საქართველოსთვის“ განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ლელოს“ განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარტია „საქართველოსთვის“ რეგიონული ორგანიზაციები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ადამიას განცხადება დარღვევებზე აჭარის ტელევიზია
ახალგზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის