ილია ზაუტაშვილის მულტიმედიური პროექტი „საზოგადოებრივი აზრი“
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ვენეციის თანამედროვე ხელოვნების 56-ე საერთაშორისო ბიენალეზე კიდევ ერთი ქართული პროექტია წარმოდგენილი. ბიენალეს ოფიციალური პარალელური პროგრამის ფარგლებში წარდგენილ საერთაშორისო გამოფენაში - ‘’ნახტომი შეუცნობადში“ მონაწილეობას მიიღებს მხატვარი ილია ზაუტაშვილი მულტიმედიური პროექტით „საზოგადოებრივი აზრი“ . გამოფენაში “ნახტომი შეუცნობადში“ მიწვეულნი არიან მხატვრები მსოფლიოს 20 ქვეყნიდან 40 ნამუშევრით. სამხრეთ კავკასიიდან და პოსტსაბჭოთა სივრციდან, პროექტში მხოლოდ საქართველო მონაწილეობს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი კურატორი კურირებს საერთაშორისო გამოფენებს, ბიენალეს მთავარი კურატორის გამოფენასა და ნაციონალურ პავილიონებთან ერთად, ოფიციალური პარალელური პროგრამა (Official Collateral Events) ბიენალეს ოფიციალური სტრუქტურის ნაწილია - წარმოდგენილია ბიენალეს ძირითად კატალოგში, ბიენალეს საიტზე და ბიენალეს საინფორმაციო პუბლიკაციებში. „საზოგადოებრივი აზრი“ წარმოადგენს მულტიმედიურ ინსტალაციას - ფართო საუთაო მაგიდაზე მოთავსებულია ძველი უფუნქციო უთო, რომლის ფსკერზეც ფიქსირებულია მეტალის რელიეფური წარწერა ინგლისურად „PUBLIC OPINION”. საუთოო დაფას ფარავს ქსოვილი (ატლასი), რომელზეც დაბეჭდილია ადამიანთა ჯგუფების და აქტუალური, სოციალური და კულტუროლოგიური შინაარსის მქონე მონოქრომული ფოტო-კოლაჟი. ქსოვილი მაგიდიდან ეფინება იატაკს და ფარავს მის გარკვეულ ნაწილს. ნაჭრის ქვეშ, იატაკზე მოთავსებული ორი ძლიერი „ფენი“ აფრიალებს ქსოვილს. კონცეფცია: საზოგადოებრივი აზრის ფორმირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მოვლენებს უკავშირდება, თუმცა ვერ ახდენს რეალურ ცვლილებას, რადგან საზოგადოებრივი ინიციატივები ხშირად იკარგება სისტემისა და ყოველდღიურობის ლაბირინთებში. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
ილია ზაუტაშვილის მულტიმედიური პროექტი „საზოგადოებრივი აზრი“
culturegovge culturegovge
ილია ზაუტაშვილის მულტიმედიური პროექტი „საზოგადოებრივი აზრი“
culturegovge culturegovge
ყვარლის პოლიციის უფროსმა მოქალაქე ილია ზაუტაშვილი ცემა
Mtisambebi / მთის ამბები
#დღისკოდი კიტჩი და ნამდვილი ხელოვნება - სტუმარი: ილია ზაუტა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#დღისკოდი კიტჩის ანატომია #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#დღისკოდი კიტჩი, როგორც სიმულაცია - სტუმარი: ლია შველიძე, მხ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯადოსნური დუქანი (20 სერია)
რადიოთეატრი - Georgian Radio Theatre
აქია პარლამენტის შენობასთან
avto toronjadze