„სათნოების სახლის" დირექტორი ბენეფიციარებს „ავარჯიშებს"

01.07.2014 01:22

ახმეტის „სათნოების სახლის" დირექტორი ბენეფიციარებს საკვების მიღების დროს „ავარჯიშებს", რომ გამგებლის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების" გამგებლობის კანდიდატი, ბექა ბაიდაური შემოხაზონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკვების გარეშე დარჩებიან", - ამის შესახებ „ნინო ბურჯანაძე -- ერთიანი ოპოზიციიდან" მეორე ტურში გასულმა ახმეტის გამგებლობის კანდიდატმა - ზურაბ ფილაშვილმა, ტელეკომპანია „თანამგზავრის" პირდაპირ ეთერში, ნატო მეგუთნიშვილთან, გადაცემა „დიალოგში" სტუმრობისას განაცხადა. ბექა ბაიდაურმა ინფორმაცია არ დაადასტურა და მას აბსურდული უწოდა. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1vtjcTK

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მსგავსი ვიდეოები ვერ მოიძებნა

ყველა ვიდეო