კონსულტაციები პრეზიდენტთან


ორკვირიანი კონსულტაციები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.

პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ისევ არ დაუსახელებია. როგორც დღევანდელი დასკვნითი შეხვედრის შემდეგ ირკვევა, არასამთავრობო ორგანიზაციებს გიორგი მარგველაშვილის მიერ შეთავაზებული ფორმატის მიმართ კითხვები გაუჩნდათ.

უფლებადამცველებმა სახელმწიფოს მეთაურს კანდიდატის შერჩევის ვალდებულება შეახსენეს და პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოსთხოვეს. მესამე სექტორის წარმომადგენლებმა დღეს პრეზიდენტს ისიც შეახსენეს, რომ რომ თავად მხოლოდ პროცესის მონიტორინგი ევალებათ.

გადაწყვეტილების მისაღებად დრო ცოტა რჩება. თუ ნინო გვენეტაძის შემცვლელის არჩევა საპრეზიდენტო არჩევნებამდე ვერ მოესწრება, მაშინ კანდიდატის შერჩევა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწევს.

ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ ამოქმედებული ახალი კონსტიტუციით, ამ ფუნქციას პრეზიდენტისგან სწორედ საბჭო გადაიბარებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან