ბათუმში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე პოლიციამ გვიან ღამით 22 პირი დააკავა
ბათუმში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე პოლიციამ გვიან ღამით 22 პირი დააკავა. ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. სამინისტროს ცნობით, დაკავება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე განხორციელდა. დაპირისპირება გამსახურდიას ქუჩაზე გაშლილი კარვების აღებისა და ქუჩის საავტომობილო ნაწილის გათავისუფლების მცდელობას მოჰყვა. სამართალდამცველები აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეთა რაოდენობა შემცირებული იყო და ქუჩის გადაკეტვის საჭიროება აღარ იდგა, რის გამოც მათ ტერიტორიის გათავისუფლება მოითხოვეს და აქციის მონაწილეებს დროც მისცეს. საპირისპიროს აცხადებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ისინი ამბობენ, რომ პოლიციამ კარვები გაფრთხილების გარეშე დაარბია და დაიწყო დაკავებები. „აღნიშნული მონაკვეთი უნდა გათავისუფლებულიყო. კარვები აჭარის მთავრობის სახლის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გაშალეს. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ადგილზე დარჩებოდნენ, ვიდრე საზღვარგარეთ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
აქცია ბათუმში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბრიფინგი „ნაციონალურ მოძრაობაში“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნიკა მელიას პოზიცია - პოლიტიკური შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაკავება პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სააკაშვილის მხარდამჭერებს კონტრაქცია-პერფორმანსით დახვდნენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ენმ რუსთაველზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას ატარებს...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვინ შეუერთდება სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას
პირველი არხი Georgian Public Broadcaster