განცხადება ჯანდაცვის სამინისტროში


„სასწრაფო სამედიცინო დახმარება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და საქართველოში ჩამოსული სტუმრებისთვის არის და იქნება უფასო,“ - ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გააკეთა. ილია ღუდუშაურის თქმით, სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასწრაფო დახმარების მომსახურებაზე ფასი დაწესდება, რაც მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება. მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ საქმე ეხება კერძო სადაზღვევო კომპანიებისთვის შეთავაზებულ დამატებით არასტანდარტულ მომსახურებას, თუმცა აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული ჯერჯერობით არ არის.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან