პრემიერ-მინისტრის შეხვედრები აშშ-ში

23.09.2021 07:37

გაერო-ს ტრიბუნიდან მსოფლიო ლიდერებს ხვალ საქართველოს პრემიერი მიმართავს. მანამდე კი ნიუ იორკში შეხვედრები მიმდინარეობს. აუდიენცია გაიმართა გაერო-ს გენერალურ მდივანთან, რომელმაც საჩუქრად ქართველი მოქანდაკის მიერ მოჭედილი ყდით „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ხელნაწერი მიიღო. საქართველოსთან დაკავშირებული ერთ-ერთი მთავარი მოვლენა კი ჰარვარდის უნივერსიტეტში გამართული ცერემონია იყო. ამერიკის უძველესი და თითქმის 400-წლიანი ისტორიის მქონე უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა დაინერგება. პროგრამა კავკასიოლოგიის მიმართულებით კვლევების ჩატარებას, ასევე ქართული კულტურის და ისტორიის პოპულარიზაციისთვის არაერთ ერთობლივ საგანმანათლებლო ღონისძიებას გულისხმობს.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: