მიხეილ გიორგაძე საქართველოს რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორებს, თვითმმართველი ქალაქების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებისა და ჩართულობის მიზნით კულტურის ეროვნულ სტრატეგიასთან დაკავშირებით რეგიონებში გასვლით სამუშაო შეხვედრებს იწყებს. 28 თებერვალს, სასტუმრო “შერატონ ბათუმში” (საკონფერენციო დარბაზში) გაიმართა პირველი გასვლითი სამუშაო შეხვედრა, რომელსაც საქართველოს რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორები, კულტურის საკითხებზე პასუხისმგებელ მოადგილესთან ერთად. ასევე თვითმმართველი ქალაქების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორწლიანი საქმიანობის ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია, „კულტურა 2025“ სტრატეგიის შემუშავების გზამკვლევის პრეზენტაცია, დისკუსიები ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე და სხვა აქტუალურ თემებზე. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე უძღვებოდა. კულტურის ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს რეგიონების ჩართულობას. გასვლითი სამუშაო შეხვედრის მიზანია საქართველოს რწმუნებულ-გუბერნატორებისათვის და თვითმმართველი ქალაქების ხელმძღვანელი პირებისთვის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენა, შეხვედრაზე მოწვეული საზოგადოებისთვის კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება და „კულტურა 2025“ -ის გზამკვლევის გაცნობა, რეგიონებში დაგეგმილი შეხვედრების განრიგის შეთანხმება.
http://www.culture.gov.ge/
/ culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
/ culturegovge
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045
http://www.culture.gov.ge/
/ culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
/ culturegovge
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045