ომის 151-ე დღე უკრაინაში
რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულია 358 და დაშავებულია 684 ბავშვი - ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, უკრაინის მასშტაბით, რუსების სამხედრო დანაშაულის 32 ათასზე მეტი ფაქტია დაფიქსირებული. გასულ ღამეს, რუსების მიერ მიკოლაევის დაბომბვის შედეგად, დაშავებულია ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსი, სკოლა და ორი კერძო სახლი. ოდესის პორტზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად კი დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ვრცელდება ცნობები დაშავებულთა შესახებაც. რუსული მხარე აცხადებს, რომ დარტყმა პორტში მდგარ სამხედრო გემზე და საბრძოლო იარაღის საწყობზე განახორციელეს. მძიმე არტილერიის გამოყენებით, 170-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქი. დაღუპულია სულ მცირე ერთი და დაშვებულია ორი მშვიდობიანი მოქალაქე. ინტენსიურად იბომბება დონეცკის ოლქიც. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, გასულ ღამეს ოკუპანტებმა ორი სკოლა და საბავშვო ბაღი გაანადგურეს. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, რომ ხერსონის ოლქში განხორციელებული კონტრშეტევისას 50-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი და სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს. ვოლოდიმირ ზელენსკი ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ უკრაინელები ოლქის გასათავისუფლებლად წინ ეტაპობრივად მიიწევენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვითარება უკრაინაში - ომის 39-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის 151-ე დღე
TV IMEDI
1-ლი ბლოკი: რა გასაიდუმლოებული დასკვნებია 2008 წ. აგვისტოს...
PK TV2
სპეცოპერაციები თუ ტერაქტები? - PKTV-ის 'რეალურ ანალიზში', 23...
PK TV2
მე-3 ბლოკი: რა გასაიდუმლოებული დასკვნებია 2008 წ. აგვისტოს...
PK TV2
მე-2 ბლოკი: რა გასაიდუმლოებული დასკვნებია 2008 წ. აგვისტოს ო...
PK TV2
ომის სიმფონია: უკრაინის საზღვაო ქვეითები პოზიციებს იცავენ აზ...
რადიო თავისუფლება
ომის საშიშროება
Euronews Georgia