კონფლიქტი უკრაინაში


ანტირუსული ლოზუნგები ისმოდა დღეს კიევში. რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია მოეწყო. ამ ფორმით უკრაინელებმა აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ილოვაისკში ოთხი წლის წინ საომარი მოქმედებების დროს დაღუპულები გაიხსენეს და რუსეთის ხელისუფლებას ასობით ადამიანის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა დააკისრეს. „პუტინი პასუხს აგებს ულოვაისკისთვის”- სკანდირებდნენ დემონსტრანტები.

რუსეთის საელჩოსთან დღეს ის უკრაინელი სამხედროებიც მივიდნენ, რომლებიც 2014 წლის აგვისტოში მომხდარ შეტაკებაში მონაწილეობდნენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან