ნადიმ ხმალაძის საქმეზე გამოძიება დაიწყო

25.10.2025 00:33

ერთ-ერთი აქტივისტი ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს და აცხადებს, რომ მას თავს სამი პირი დაესხა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება „112“-ში შესული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო. ადგილზე მისულ სამართალდამცავებს ნადიმ ხმალაძემ განუმარტა, რომ ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირებმა, მას ჯერ სიტყვიერი და შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: