ომბუდსმენის მოთხოვნა

15.04.2019 01:51

ომბუდსმენი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებით, პარლამენტში მოხსენებით წარდგომას ითხოვს. შესაბამისი წერილით საკანონმდებლო ორგანოს ნინო ლომჯარიამ უკვე მიმართა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახალხო დამცველის ინსტიტუტის არსებობის მანძილზე, მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს. ნინო ლომჯარიას თქმით, მას სურს გამოიყენოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული კომპეტენცია და მიმართოს მოხსენებით დეპუტატებს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე და მასში არსებულ ხარვეზებზე. თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ რეგლამენტი მსგავსი ტიპის გამოსვლას არ ითვალისწინებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: