2022 წლის თბილისის ბიუჯეტის პრიორიტეტები

17.11.2021 04:23

თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი მერიიდან უკვე საკრებულოშია შესული. ეს არის შუალედური პროექტი, რომელიც დეპუტატების შენიშვნების შემდეგ ისევ დედაქალაქის მთავრობას დაუბრუნდება. ცესკო-ს ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომის თარიღი ჯერ არ ჩაუნიშნავს, შესაბამისად, წინასწარი ვარიანტის განხილვა მოქმედ საკრებულოს, გადამუშავებული პროექტის დამტკიცება კი დიდი ალბათობით ახალი მოწვევის შემადგენლობას მოუწევს. 2022 წელს თბილისის ბიუჯეტი იზრდება. გაზრდილი დაფინანსება ძირითადად სოციალურ და ჯანდაცვის საკითხებს და ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: