ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამა

08.09.2022 04:28

თბილისის მერიამ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა დაიწყო. პირველი პროექტი ვარკეთილში განხორციელდება. მესამე კვარტალში ავარიული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი უკვე დაწყებულია. ადგილზე ახალი ათსართულიანი კორპუსი უნდა განთავსდეს. ძველი შენობიდან დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა მცხოვრებლები უკვე გაიყვანა და ისინი დროებითი საცხოვრებელი ფართითაც უზრუნველყო. საპილოტე პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია კიდევ 12 ავარიული კორპუსის ახლით ჩანაცვლება - მაკა ლაშხია გიამბობთ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: