ამერიკაში მცხოვრებ დავით კარტოზიას თაღლითობაში ადანაშაულებენ

04/27/2018
MULTIMEDIA GE-ის მიერ

Radio24.ge- რადიო24
ამერიკაში მცხოვრებ დავით კარტოზიას თაღლითობაში ადანაშაულებენ. \"იდეების განვითარების ფონდი\" - ასე ჰქვია ორგანიზაციას, რომელიც საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეებს 10 ლარის სანაცვლოდ 20 ათას ლარიან მოგებას სთავაზობს, თანხის მოძიებას კი ამერიკაში მომუშავე დონორების მეშვეობით ჰპირდება.

ორგანიზაციის უკვე ყოფილი თანამშრომლები და მასში გაწევრიანებული რიგითი მოქალაქეები ამბობენ, რომ ხალხისგან გადარიცხული თანხის 30 პროცენტი უშუალოდ დავით კარტოზიას ანგარიშზე ირიცხებოდა, დანარჩენი თანხა კი რეგიონებში შეხვედრებს და ოფისების მუშაობას ხმარდებოდა.

სიუჟეტი ამ საკითხზე კურიერმა მოამზადა, რასაც კარტოზია სოციალურ ქსელში ვიდეოპასუხით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სიუჟეტზე ბევრი იცინა.

იხილეთ დავით კარტოზიას საპასუხო გამოხმაურება ამ ბმულზე:    • დაგანგრევთ და მიწასთან გაგასწორებთ - ...

ვიდეოები „MULTIMEDIA GE"-ისგან