ევროკომისიის 12 პუნქტზე მუშაობის არგუმენტით „ნაციონალური მოძრაობა“ ცოტა ხნის წინ გამოცხადებულ ბოიკოტს წყვეტს.
გადაწყვეტილება, რომელიც პარტიის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ მიიღო და მის გადახედვას კატეგორიულად გამორიცხავდა, დროებითი აღმოჩნდა. ეს ის საკითხია, რომელზეც გუნდში მუდმივად აზრთა სხვადასხვაობა იყო, სწორედ განსხვავებული პოზიციის გამო დატოვა პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ ჯერ ფრაქციის ხელმძღვანელის პოსტი, შემდეგ კი - საერთოდ პარტია. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები საპარლამენტო განხილვებში აქტიურად ჩართვას აანონსებენ, თუმცა ირკვევა, რომ ბოიკოტი, როგორც პროტესტის ინსტრუმენტი, ცალკეულ საკითხებზე ნაწილობრივ მაინც შენარჩუნდება.
ანალოგიური სტრატეგია აქვს „სტრატეგია აღმაშენებელსაც“, რომელიც 12 რეკომენდაციის გარდა არც ერთი სხვა საკითხის განხილვაში მონაწილეობას არ აპირებს. არათანმიმდევრული ნაბიჯების, შერჩევითი პროტესტის და თემატური ბოიკოტის გამო ორივე პარტია მმართველი გუნდის გარდა კრიტიკას დანარჩენი ოპოზიციისგანაც იღებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.