სტრასბურგის საშობაო ბაზრობა.

11/26/2012
culturegovge culturegovge-ის მიერ

24 ნოემბერს, ევროპის საპარლამენტო ქალაქში საშობაო ბაზრობა გაიხსნა.საპატიო სტუმრის სტატუსით საქართველო, როგორც სტრასბურგის საშობაო ბაზრობის თანამასპინძელი, \"ქართულ სოფელს\" და კულტურულ ღონისძებებს გამართავს.

კულტურული პროგრამის ფარგლებში კონცერტებს ჩაატარებენ ანსამბლები: „სუხიშვილები\", „რუსთავი\", „ლაშარი\", ასევე, პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი, ჯაზმენი ბექა გოჩიაშვილი ამერიკელ მუსიკოსებთან ერთად, მომღერალი თამთა ცხვიტავა; წარმოდგენებს გამართავენ პანტომიმისა და თითების თეატრები, შედგება ფოტოგრაფთა ექსპოზიცია, საბავშვო პროგრამა \"თიხიანი ხელები\" და მოეწყობა ქართული კინოჩვენებები.

\"ქართული სოფელი\" საქართველოს ყველა კუთხის გასაცნობად, გუტენბერგის მოედანზე, ქართულ სამზარეულოს, ეროვნულ პროდუქციას, ნაციონალურ სამოსს, საიუველირო ნაწარმს, ქართულ ღვინოს, სუვენირებს, ხელნაკეთ ნივთებსა და თოჯინებს, ქართულ საახალწლო სიმბოლიკას წარმოადგენს. „ქართული სოფლის\" ორგანიზატორია შპს „საქართველოს პროდუქტი\".
საქართველოს მოწვევის გადაწყვეტილება სტრასბურგის მერიამ მიიღო, სადაც განაცხადი რამდენიმე ქვეყნიდან იყო შესული. 2012-2013 წლის საშობაო ბაზრობის სტუმარ ქვეყანასთან დაკავშირებით არჩევანი, საქართველოსა და იაპონიას შორის, საქართველოს სასარგებლოდ გაკეთდა. სტუმრის შერჩევის კრიტერიუმებიდან უმთავრესია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის დონე ქვეყანაში; ასევე მნიშვნელოვანია საერთო ევროპული ფასეულობების პატივისცემა.

საახალწლო ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებიან.

სტრასბურგის საშობაო გამოფენაზე, რომელსაც ყოველწლიურად 4 მილიონი სტუმარი ჰყავს, საქართველოს პირველად ეძლევა შანსი მსოფლიოს თავისი კულტურა, კულინარია და ტრადიციები გააცნოს.

http://www.mcs.gov.ge
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან