საქველმოქმედო საქმიანობა საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება


მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, პირი, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობის ფარგლებში მკურნალობს ან სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფინანსების მიზნით საქველმოქმედო ორგანიზაციიდან სარგებელს მიიღებს, გათავისუფლდება, საშემოსავლო გადასახადისგან რომელიც თანხის 20%-ის დაქვითვისგან გათავისუფლებას გულისხმობს. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით „ახალი ამბების“ გადამღებმა ჯგუფმა თელავში გამოკითხვა ჩაატრა. გამოკითხული მოსახლეობა ინიციატივას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ მოსახლეობა საქველმოქმედო ორგანიზაციებისგან დარიცხულ თანხას დაქვითვის გარეშე, სრულყოფილად მოიხმარს.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1yGLAF8

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან